როგორც ადრე ვიუწყებოდით, რამდენიმე ინტერნეტ–რაუნდის შემდეგ ვაპირებთ დასწრებული შეჯიბრის ჩატარებას, სადაც საუკეთესო მონაწილეებს დავპატიჟებთ. მაგრამ სხვადასხვა რაუნდების შედეგების შეჯამება როგორ მოხდება, არსად გვეწერა. ჩვენ შემოვიყვანეთ რეიტინგების სისტემა, რომლის დახმარებითაც შევაჯამებთ სერიის შედეგებს.

კერძოდ, ყოველ რაუნდში ყველა მონაწილეს გამოეთვლება რეიტინგი (ზუსტი ფორმულა შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე ოლიმპიადის შესახებ "სერიის წესებში"). სულ 5 ინტერნეტ–რაუნდს ვგეგმავთ. მონაწილის საბოლოო რეიტინგი იქნება მის მიერ მიღებულ შეჯიბრებებში მიღებული რეიტინგებიდან 4 საუკეთესოს ჯამი. ზუსტად ამ რეიტინგით მოხდება მონაწილეთა საერთო ჩათვლაში რანჟირება და ამის საფუძველზე დავადგენთ საუკეთესოებს.

დამოუკიდებლად მოსწავლეთა და სტუდენტთა ჩათვლაშიც ანალოგიურად მოხდება შედეგების შეჯამება.