2011 წლის 29 მაისს 12 საათზე დაიწყება მეოთხე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. მონაწილეობის მსურველები უნდა გამოცხადდენ უნივერსიტეტში 11 საათზე.