System.out.println("Welcome to GeOlymp!");

ჯეოლიმპის ფინალური რაუნდი

”ჯეოლიმპის” ოლიმპიადების მიმდინარე სერია დასასრულს მიუახლოვდა, წინ კი სერიის ფინალი გველოდება, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება და თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ინტერნეტ-შეჯიბრებების შედეგების მიხედვით შერჩეული 17 მონაწილე ფინალურ რაუნდში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

სრულად წაკითხვა...
15 ივნისი 2010

GeOlymp Series 2010 - Episode IV

2010 წლის 19 ივნისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის IV ეპიზოდი.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 18 ივნისის ღამის 12 საათამდე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყება. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მისაღებად თსუ-ს სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ XI კორპუსის 405-ე აუდიტორიაში 17 ივნისამდე.

გთხოვთ, შეავსეთ ფორმა ან გაიარეთ ავტორიზაცია

სპონსორები